უკრაინა ტერიტორიების დაბრუნებას აუცილებლად შეძლებს – ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ მას სჯერა, უკრაინელი ჯარისკაცები რუსების მიერ დაკავებული ტერიტორიების დაბრუნებას შეძლებენ.

ჯონსონმა, ასევე, ზელენსკის ბრიტანული სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის 10 თვითმავალი საარტილერიო სისტემის, შესახებ, აცნობა. პრემიერმინისტრის თქმით, სამხედრო ტექნიკა უკრაინაში უახლოეს დღეებში ჩავა.

Institute for the Study of War-ის (ISW) 4 ივლისის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ძალები ბახმუტსა და სევერსკზე თავდასხმისთვის ემზადებიან, თუმცა ლისიჩანსკის ბრძოლების შემდგომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ წარმატებას მიაღწიონ.

ინსტიტუტის მიერ გაანალიზებული მონაცემების მიხედვით, უკრაინის შეიარაღებული ძალები სულ უფრო მეტად ესხმიან თავს რუსულ სამხედრო ინფრასტრუქტურას და აშშ-ს მიერ მიწოდებული HIMARS-ის იარაღების მეშვეობით ტერიტორიებზე წინსვლას ცდილობენ.

კერძოდ, უკრაინის სამხედრო ძალები თავს დაესხნენ რუსულ საბრძოლო საცავებს ხარკოვის ოლქში, დუბროვნიში (ფრონტის ხაზთან) 4 ივლისს და სნიჟნეში, დონეცკის ოლქში (დაახლოებით 75 კმ ფრონტის ხაზიდან).

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებები ვაჭრობის საგნად გადააქცია – რეალური ცვლილება იქნებოდა სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა და ნიკა გვარამიას შეწყალება – დეკანოიძე
შემდეგი სტატიასამწუხაროდ თქვენ, როგორც სახალხო დამცველი, მიკერძოებულად იყენებთ თქვენდამი გამოცხადებულ „ნდობის მანდატს“, არ ამხელთ „ნაცმოძრაობას“ და მათ გვერდით დგებით – მეგრელვიშილი ლომჯარიას