უკრაინა სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს და ემბარგოსა და სანქციების დაწესების პროცედურებს იწყებს

უკრაინა სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს – შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. მიზეზი ასადის რეჟიმის მხრიდან, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების “დამოუკიდებლობის” აღიარებაა.

გადაწყვეტილებას უკრაინა არამეგობრულ აქტად, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევად აფასებს – “ეჭვგარეშეა, რომ სირიის რეჟიმი კრემლის კურატორების დავალებით ცდილობს, ფსევდოსუბიექტურობა მისცეს დონეცკისა და ლუგანსკის რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციებს.”- აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის გარდა, უკრაინა სირიისთვის სავაჭრო ემბარგოს და სხვა სანქციების დაწესების პროცედურას იწყებს:

“ამ არამეგობრული აქტის საპასუხოდ, უკრაინა წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობებს სირიასთან, ვენის 1963 წლის საკონსულო ურთიერთობის შესახებ კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად. უკრაინული მხარე ასევე იწყებს სირიისთვის სავაჭრო ემბარგოს დაწესების პროცედურას, ასევე სხვა სანქციების დაწესებას სირიის იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე.

„ჩვენი პოზიცია მკაფიოა – ჩვენ ვრეაგირებთ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვის ნებისმიერ მცდელობაზე და ყველა შესაძლო გზით დავიცვათ ეროვნულ ინტერესებს, მათ შორის დიპლომატიურ ფრონტზე“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.

banner
წინა სტატიაშისერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთსა და დასავლეთს შორის, ახალი „რკინის ფარდა“ ეშვება
შემდეგი სტატიაშვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი არის არასწორი სტრატეგიული არჩევანი – მაკრონი