უკრაინა შუქნიშნიდან ყვითელი ფერის ამოღებაზე მსჯელობს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ გროსმანმა შუქნიშნიდან ყვითელი ფერის ამოღების შესახებ საკითხის შესწავლის განკარგულება გასცა -წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ინფრასტრუქტურის მინისტრი იური ლავრენიუკი. საკითხს სწავლობენ ინფრასტრუქტურის და შსს სამინისტროები, ასევე, ეროვნული პოლიცია, სახელმწიფო სავტომობილო და ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახურები. საჭიროების შემთხვევაში საკითხი მთავრობის სხდომაზე გავა.
საქმე იმაშია, რომ უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე ყვითელ ფერზე რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 17 აპრილს მომხდარი ავარიის დროს 9 ადამიანი გარდაიცვალა, 21 კი – ჰოსპოტალში მოხვდა.

banner
წინა სტატიაშიერევნის პროტესტი რუს ოკუპანტებსაც უპირისპირდება
შემდეგი სტატიაიაპონია ჩინეთს “ტუალეტების რევოლუციაში” დაეხმარება