27.2 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

უკრაინა შეიარაღებას NATO-ს მეშვეობით მიიღებს – ტრამპი ამბობს, რომ რუსეთით იმედგაცრუებულია

NBC News-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „რუსეთით იმედგაცრუებულია“ მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე გაგრძელებული თავდასხმების გამო.

„ვფიქრობ, ორშაბათს რუსეთზე მნიშვნელოვან განცხადებას გავაკეთებ”- აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.

ტრამპმა ასევე დაადასტურა გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ აშშ ამზადებს დამატებითი შეიარაღების მიყიდვის მექანიზმს ნატოსთვის იმ პირობით, რომ ეს იარაღი უკრაინას გაეგზავნება.

მისივე სიტყვებით: „ჩვენ ვუგზავნით იარაღს ნატოს და ნატო მთლიანად იხდის ამ შეიარაღების საფასურს, 100%-ით. ასე რომ, რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ იარაღი მიეწოდება ნატოს, შემდეგ კი ნატო გადასცემს ამ იარაღს უკრაინას.“

მისი თქმით, ეს შეთანხმება ნატოს ბოლო სამიტზე იქნა მიღებული.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტებმა ხარკოვს “შაჰიდებით” შეუტიეს, 11 ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიაბიძინამ კობახიძის ფრთას დაავალა “მოტეხილი” ფულის ამოღება – რას წერს ელისო კილაძე