“უკრაინა საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებას ამზადებს” – ზელენსკი

უკრაინა საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებას ამზადებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, განაცხადა.

„ჩვენს ავიაციას ვაძლიერებთ. ასევე, ვმუშაობთ საჰაერო თავდაცვის სისტემების მიღებაზე. საფრანგეთთან ძლიერ შეთანხმებაზე ვმუშაობთ და მას მალე დავასრულებთ. ეს ისტორიული შეთანხმებაა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინა საბერძნეთთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობს.

„შეთანხმებას ვამზადებთ, რათა უკრაინისთვის გაზის მიწოდების ვარიანტები გაიზარდოს, როგორც ამ ზამთრისთვის, ისე მომავლისთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 16 ნოემბერს საბერძნეთს ეწვევა, ხოლო 17 ნოემბერს პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება.

banner
წინა სტატიაში“ყველა გრძნობს ტექნიკური მთავრობის საჭიროებას” – სალომე ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიარუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა