უკრაინა სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს

უკრაინა დღეს, 23 აგვისტოს სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს:

“ლურჯ-ყვითელი აერთიანებს, ლურჯ-ყვითელი შთააგონებს, ლურჯ-ყვითელი არის უკრაინა.

გილოცავ ეროვნული დროშის დღეს, უკრაინა!” ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეგრამ პოსტში.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, თბილისში, 19:00 საათზე, მშვიდობის ხიდთან აქცია-მსვლელობა გაიმართება. ღონისძიებების ორგანიზატორია “ქართულ-უკრაინული პლატფორმა“ და „უკრაინელი აქტივისტები საქართველოში“. შეკრება 18:40 საათზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშვიდობის ხიდის შესასვლელთან დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიჰარისი – დონალდ ტრამპი არასერიოზული ადამიანია, მაგრამ თეთრ სახლში მისი დაბრუნების შედეგები უკიდურესად სერიოზული იქნება
შემდეგი სტატიაროსტოვის ნავთობბაზას, რომელიც 5 დღეა იწვის, უკრაინულმა დრონებმა დღეს ისევ შეუტიეს