16.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

უკრაინა: რუსულმა ძალებმა უკრაინა-რუმინეთის საზღვარზე მდებარე საბორნე გამშვებ პუნქტ „ორლოვკაზე“ თავდასხმა განახორციელეს

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, რუსულმა ძალებმა დრონების გამოყენებით უკრაინა-რუმინეთის საზღვარზე მდებარე საბორნე გამშვებ პუნქტ „ორლოვკაზე“ თავდასხმა განახორციელეს. თავდასხმის შემდეგ „ორლოვკას“ გამშვებმა პუნქტმა დროებით მუშაობა შეაჩერა.

„თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, რომლის ლოკალიზებაც მაშველებმა შეძლეს“, – აცხადებს უკრაინის სასაზღვრო სამსახური.

ასევე, რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოდესის ოლქში რუსეთის იერიშების გამო ქვეყნის საჰაერო სივრცეში ნატო-ს ავიაგამანადგურებლები განლაგდნენ. მოგვიანებით, უწყებაში აღნიშნეს, რომ რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევა არ დაფიქსირებულა.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან, გზებზე სატრანსპორტო საშუალების წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმება, ISO სტანდარტის შესაბამისი პორტატული მოწყობილობით განხორციელდება
შემდეგი სტატიაზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა