უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლე კლიმკინმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ სარჩელით მიმართავს საარბიტრაჟო სასამართლოს გაეროს საზღვაო კონვენციის დარღვევის გამო. ეს განცხადება მინისტრმა გააკეთა ერთ–ერთ სატელევიზიო არხზე გამოსვლისას.
“სარჩელი ამ კვირაში გაიგზავნება და იგი ყოვლისმომცველი იქნება”, – აღნიშნა კლიმკინმა. მისი თქმით, სარჩელი ეხება რუსეთის მიერ ეკოლოგიური უსაფრთხოების დარღევის ფაქტებს და საზღვაო სივრცის არასწორ გამოყენებას.
ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა “LIFE”.