15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

უკრაინა: რუსეთის თავდასხმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შტაბ-ბინაზე არის სერიოზული ესკალაცია

რუსეთის თავდასხმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შტაბ-ბინაზე არის სერიოზული ესკალაცია, რომელიც გადამჭრელ საპასუხო რეაგირებას მოითხოვს,– წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა სოციალურ ქსელში.

,,მოსკოვმა ეს დარტყმა მშვიდობისკენ მიმართული განახლებული ძალისხმევის ფონზე განახორციელა – რამაც ნათლად გამოაჩინა დიპლომატიაზე მისი ნამდვილი უარი. იქვე მდებარე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი – წმინდა სოფიას ტაძარი – ასევე საფრთხის ქვეშ დადგა.
მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, ცალსახად დაგმონ ეს ქმედებები და გააძლიერონ ზეწოლა პუტინის რეჟიმზე. ასევე მოვუწოდებთ იუნესკოს, იმოქმედოს გადამჭრელად და გააძლიეროს ძალისხმევა უკრაინაში საფრთხის ქვეშ მყოფი მემკვიდრეობის დასაცავად”
,- წერს ანდრიი სიბიჰა.

დღეს რუსეთმა კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობა დრონებით დაბომბა. მედიის ცნობით, შემთხვევა ადგილობრივი დროით 15:30-ზე მოხდა.

banner
წინა სტატიაშიფიქრია ჩიხრაძე: მმართველ პარტიაში “ძალიან მძიმე ამბები ხდება”
შემდეგი სტატიაუკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის ბრძანება მიიღეს