9.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე Himars-ისა და Storm Shadow-ს რაკეტებით დარტყმების განხორციელებას გეგმავს – ეს კონფლიქტში აშშ-სა და ბრიტანეთის სრული ჩართვა იქნება – შოიგუ

ჩვენი ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მათ შორის ყირიმზე, დარტყმების განხორციელებას Himars-ისა და Storm Shadow-ს რაკეტებით გეგმავს, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯი კონფლიქტში აშშ-სა და ბრიტანეთის სრული ჩართვა იქნება და რუსეთის მხრიდან რეაგირება მოჰყვება.

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონის გარეთ ამ რაკეტების გამოყენება ნიშნავს შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სრულ ჩართვას კონფლიქტში და გამოიწვევს დაუყოვნებელ დარტყმას უკრაინის ტერიტორიაზე გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიმიზანმიმართული ძალადობა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, არის მცდელობა, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი – სამადაშვილი
შემდეგი სტატიაზურაბიშვილისგან ეროვნული ბანკის საბჭოში ისეთი ძლიერი კანდიდატების წარმოდგენას ველოდით, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნებოდა და „ქართულ ოცნებას“ სალაპარაკო აღარ ექნებოდა – გოცირიძე