„უკრაინა-რუსეთის ომი ჩიხშია“, – ამის შესახებ ბელორუსიის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.
ლუკაშენკომ მხარეებს მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა.
„ორივე მხარეს საკმარისი პრობლემებია და ზოგადად სიტუაცია ახლა სერიოზულ ჩიხშია. ხალხი კვდება. უკრაინის მოთხოვნები რუსეთის მიმართ ტერიტორიის დატოვების შესახებ უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, ისე, რომ არავინ მოკვდეს. ჩვენ უნდა დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და მივაღწიოთ შეთანხმებას“, – დასძინა ლუკაშენკომ.