უკრაინა რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის 9 000-ზე მეტ საქმეს იძიებს – გენპროკურორი

უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას თქმით, პროკურატურა რუსეთის ძალების მიერ ჩადენილ 9 158 სავარაუდო ომის დანაშაულის საქმეს იძიებს.

“ჩვენ უკვე დავადგინეთ კონკრეტული ომის დამნაშავეები. მაგალითად, კიევის ოლქში 15 ადამიანია, მათგან 10 ბუჩაში. მათ პასუხს ვაგებინებთ წამების, გაუპატიურებისა და ძარცვისთვის”. – თქვა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა

ვენედიქტოვას თქმით, ეს საქმეები მოიცავს კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებს. ამასთან, გენპროკურორი აღნიშნავს, რომ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო ახალი საქმეები ყოველდღიურად ჩნდება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელები დაამარცხებენ სიცოცხლის გასანადგურებლად მოსულ რუს დამპყრობლებს – ზელენსკი
შემდეგი სტატიაკუნძულ ზმეინიზე უკრაინის თავდასხმის შემდეგ, რუსეთმა შავ ზღვაში ფლოტი გააქტიურა – უკრაინული მხარე