“უკრაინა პუტინს ქვეყანაში პოტენციური საარჩევნო პროცესების კონტროლის უფლებას არ მისცემს” – ზელენსკი

უკრაინა ვლადიმერ პუტინს ქვეყანაში პოტენციური საარჩევნო პროცესების კონტროლის უფლებას არ მისცემს – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, პუტინი არა მხოლოდ აკონტროლებს არჩევნებს რუსეთში, არამედ ახლა სურს საარჩევნო პროცესების კონტროლი უკრაინაშიც.

ზელენსკიმ კრემლის ლიდერის 19 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მოიყვანა ციტატა და განაცხადა, რომ „ბევრი პუტინია“: „ერთი ამერიკელებს ესაუბრება, მეორე გამოდის სიტყვით, მესამე კი სხვა რამეს აკეთებს“.

ამავე ინტერვიუში ზელენსკიმ განმარტება გააკეთა, პუტინის განაცხადებაზე, სადაც პუტინი ამბობს, რომ მისთვის, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი იყო, უკრაინელებს მთელი ქვეყნიდან, მათ შორის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში. ზელენსკის თქმით, ამით პუტინმა ფაქტობრივად აღიარა ეს ტერიტორიები ოკუპირებულად.

ამავე ინტერვიუში ზელენსკიმ NATO-ს საკითხზე ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, როდესაც პუტინი ომის ძირეულ მიზეზებზე საუბრობს, ომის ნამდვილ მიზეზებს კი არა, არამედ საბაბს ეძებს.

banner
წინა სტატიაში“უნდა ჩაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები” – როგორ უნდა აარიდოს თავი საქართველომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეს?!
შემდეგი სტატიაუკრაინის დაზვერვა: რუსეთი უახლოეს წლებში ბალტიის ქვეყნების ოკუპაციისთვის ემზადება