უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტთან რუსული დრონი ჩამოვარდა.
როგორც პოლონური მედია იუწყება, დრონი უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე „იაგოდინის“ გამშვები პუნქტის მახლობლად ჩამოვარდა.
გავრცელებული ცნობით, დრონის ჩამოვარდნა პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის წარმომადგენელმა, იაცეკ გორიშევსკიმ დაადასტურა.
უკრაინული მედია წერს, რომ შემთხვევის შედეგად სასაზღვრო-გამშვები პუნქტი არ დაზიანებულა.








