გერმანიაში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე, კანცლერმა ოლაფ შოლცმა მოუწოდა ღონისძიების ყველა მონაწილეს მხარი დაუჭირონ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების ინიციატივას და დაჰპირდა კიევის მესამე “პატრიოტის” საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებას უახლოეს მომავალში.
“მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში ჩვენ უკრაინას მივაწვდით მესამე პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემას, IRIS-T დანადგარს, Gepard-ს, რაკეტებსა და საბრძოლო მასალას. ეს ყველაფერი უკრაინაში გადავა უახლოეს თვეებში და კვირებში”, – თქვა შოლცმა РБК-Украина-ს ცნობით.
ორდღიანი კონფერენციის გახსნაზე შოლცმა თქვა, რომ “უკრაინა გაუყვება გზას, რომელიც უკრაინელებმა აირჩიეს: დემოკრატიული, თავისუფალი, ევროპაში. და ამიტომ დღეს ბერლინშიჩვენ ვმუშაობთ ძლიერი, თავისუფალი და ევროპული უკრაინის აღსადგენად”.