15.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
banner

უკრაინა პარტნიორებს რუსეთის წინააღმდეგ სრული სავაჭრო ემბარგოს დაწესებისკენ მოუწოდებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, გეორგი ტიხიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა ყველას ეუბნება, რომ რუსეთის წინააღმდეგ სრული სავაჭრო ემბარგო შემოიღონ.

„უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ყველა მოლაპარაკებებზე, არა მხოლოდ ლატვიასთან, ყველასთან, ხაზს უსვამს, რომ მთლიანობაში დროა სრული ემბარგოს შემოღების რუსეთიდან ნებისმიერ პროდუქციაზე, რუსეთთან ნებისმიერი სავაჭრო კავშირების, ევროპის გავლით რუსული პროდუქციის ნებისმიერი ტრანზიტის გაწყვეტის. ქვეყანას არ შეუძლია ცალი ხელით აგრესიული ომი აწარმოოს, ევროპას მთელს კონტინენტს ემუქრებოდეს, დივერსიებს, პროვოკაციებს, აფეთქებებს და მთლიანობაში უკვე საბრძოლო ქმედებებს აწარმოებდეს ევროპის ტერიტორიაზე და ამავდროულად მეორე ხელით რაღაცას ყიდიდეს და გადასცემდეს ევროპაში. ეს შეუძლებელია. ამიტომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დაჟინებით მოითხოვს, რომ საჭიროა რუსეთის ფედერაციასთან ნებისმიერი სავაჭრო თანამშრომლობის შეწყვეტა,” – განაცხადა ტიხიმ.

banner
წინა სტატიაშისაბა ბუაძე “ტრამპ თაუერის” პროექტზე – ეს არის ურბანული გენოციდი
შემდეგი სტატიაშაიშმელაშვილი: 2024 წლის აქციების დარბევებისთვის,ადამიანები ჩამოიყვანეს ჩეჩნეთიდან