უკრაინა ნეონაცისტური განწყობებისგან უნდა გათავისუფლდეს – პესკოვი

კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ აუცილებელია, უკრაინა „ნეონაცისტური განწყობებისგან“ გათავისუფლდეს.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების დასაცავად უნდა გაკეთდეს.

„კრემლი მხარს უჭერს იმ აზრს, რომ აუცილებელია ზოგადად უკრაინის განთავისუფლება ნეონაცისტური განწყობილების ყველა სახის გამოვლინებისგან. ეს უნდა გაკეთდეს დონეცკის სახალხო რესპუბლიკასა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში მცხოვრები ხალხის დასაცავად“, – განაცხადა პესკოვმა.

banner
წინა სტატიაშივერავინ დამაჯერებს, რომ კელი დეგნანისა და პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილის 21 მარტის შეხვედრაზე მხოლოდ ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს – გია აბაშიძე
შემდეგი სტატიაალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღებით, რუსეთმა თავისი დეკოლონიზაციის პროცესი წამოიწყო