უკრაინა ნატოს წევრი მხოლოდ რუსეთთან ომში გამარჯვების შემდეგ გახდება – ჯონ კირბი

უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი მხოლოდ რუსეთთან ომში გამარჯვების შემდეგ გახდება. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა, იუწყება უკრაინული მედია.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ უკრაინის მომავალში ნატო „გარკვეულ ეტაპზე“ არსებობს.

„პირველ რიგში, მათ ეს ომი უნდა მოიგონ და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მათ ეს შეძლონ“, – თქვა კირბიმ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ უკრაინის წევრობის პერსპექტივასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, ნატოს ლიდერების შემდეგი შეხვედრა ვაშინგტონში 9-11 ივლისს გაიმართება. აპრილის ბოლოს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიწვია.

banner
წინა სტატიაშიჩინეთმა პასუხი უნდა აგოს პუტინის ომის მხარდაჭერისთვის – სტოლტენბერგი
შემდეგი სტატია„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი – წყალსადენის შეკეთებას რამდენიმე დღე დასჭირდება, პარალელურად ვმუშაობთ აბონენტებისთვის წყლის ალტერნატიული გზით მიწოდებაზე