უკრაინა ნატო-ს 33-ე ან 34-ე წევრი იქნება

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინა ნატო-ს 33-ე ან 34-ე წევრი იქნება, თუმცა ზუსტად არ იცის, როდის შეუერთდება უკრაინა სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკს.

ნატო-ს ხელმძღვანელის თქმით, შესაძლოა, უკრაინაზე ადრე ალიანსის რიგებში სხვა რომელიმე ქვეყანა შევიდეს და ამით უკრაინის სახელმწიფო 34-ე გახდეს.

„შესაძლოა, მათ წინ სხვა ვინმე აღმოჩნდეს, მაგრამ უკრაინა მომავალში ნატო-ს წევრი იქნება. ეს არის ის, რაც გადავწყვიტეთ ვაშინგტონის სამიტზე. მიმდინარეობს მუშაობა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებისთვის ხიდის გასაკეთებლად. ამიტომ, თუ არის კონკრეტული შეკითხვა – „როდის?“ ახლა, ამ მომენტში ვერ გიპასუხებთ. ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, რომ ეს ქვეყანა ერთ დღეს გახდეს ნატო-ს წევრი“, – განაცხადა მარკ რუტემ.

banner
წინა სტატიაშივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ ამჟამად ქვეყანაში ძველი კორონავირუსი, ახალი კორონავირუსი და რინოვირუსი ცირკულირებს
შემდეგი სტატიათიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თეატრი „სახელოსნო 42“ წარმოგიდგენთ ოქტომბერ-ნოემბრის სპექტაკლებს