უკრაინა მზადაა მოლაპარაკების ნებისმიერი ფორმატისთვის – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ის დაპირებისამებრ, ხვალ, 15 მაისს ჩავა თურქეთში. საღამოს ვიდეომიმართვის დროს ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინა მოლაპარაკების ნებისმიერი ფორმატისთვის მზად არის.

“იმედი მაქვს, რუსეთიდანაც ჩამოვლენ. ფორმატისა და შემდგომი ნაბიჯების შესახებ ამის შემდეგ ჩამოვყალიბდები”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ხვალ თურქეთში, რუეთ-უკრაინის მოლაპარაკების განალებაა დაგეგმილი.

თავდაპირველად შეხვედრა ზელენსკისა და პუტინს შორის იგეგმებოდა, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის დიქტატორი პრეზიდენტი სტამბოლში ჩასვლას არ გეგმავდა და იქ სერგეი ლავროვს გააგზავნიდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Spotlight 2025 იმართება
შემდეგი სტატიაპოლოლიკაშვილი: deep ვირთხების გადაწყვეტილება- კობახიძემ თქვას რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა