უკრაინა მზადაა, მიიღოს მიხეილ სააკაშვილი… ასევე, მზად ვართ, გავაგზავნოთ ექიმები – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ ურკაინა მზადაა მიიღოს მიხეილ სააკაშვილი.

საკითხთან დაკავშირებით პოდოლიაკმა ვასილ გოლოვანოვთან ინტერვიუში ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ურკაინა ასევე მზადაა საქართველოში გააგზავნოს თავისი ექიმები, რათა მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო დამხრება გაეწიოს.

“უკრაინის პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, მიიღოს თავისი მოქალაქე. რა თქმა უნდა, მეც ყოველ ჯერზე ამას ვამბობ. შარშან საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა ამ თემაზე განცხადება, რომ ნებისმიერ მომენტში მზად ვართ, მივიღოთ მიხეილ სააკაშვილი. ასევე, მზად ვართ გავაგზავნოთ ჩვენი ექიმები ან დავეხმაროთ მას საზღვარგარეთ ნებისმიერ კლინიკაში გასამგზავრებლად, რათა გაუწიონ აუცილებელი სამედიცინო დახმარება”, – თქვა პოდოლიაკმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინული მედია – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხერსონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა
შემდეგი სტატიაუკრაინის ფეხბურთის ასოციაცია რუსეთის FIFA-დან და UEFA-დან გარიცხვას ითხოვს