უკრაინა მძიმე ტექნიკას, არტილერიას და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს მიიღებს – ზელენსკი

უკრაინა პარტნიორებთან მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში უახლოეს მომავალში მძიმე ტექნიკას, არტილერიას და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებს მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობის წევრებთან სამუშაო თათბირზე განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

მისივე თქმით, არსებობს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტები, რომელსაც უკრაინა გარკვეული პერიოდის შემდეგ მიიღებს. ასევე ზელენსკიმ ფრონტზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

17 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ გერმანიიდან ორი საზენიტო-სარაკეტო სისტემა IRIS-T SLS მიიღო. ასევე დახმარების ამ პაკეტში 5 ათასი 155 მმ-იანი ჭურვი და Ground Observer 12-ის ტიპის გადასატანი რადარები შევიდა, რომლებიც არტილერიის აღმოსაჩენად გამოიყენება, ასევე დახმარებაში სატვირთო ტრანსპორტიც შედის.

გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინასთან სამ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც 114 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების მიწოდებას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილს მკურნალობის საზღვარგარეთ გავლის საშუალება უნდა მიეცეს – ლექსმანი
შემდეგი სტატიარუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში FSB-ის შენობასთან უკრაინის დროშა დაკიდეს