უკრაინა გერმანიისგან 50 მილიონ ევროს მიიღებს – შმიგალი

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ ეკონომიკის მხარდასაჭერად გერმანიისგან დამატებით 50 მილიონ ევროს მიიღებენ.

როგორც მან თქვა, მთავრობა ამ თანხას სოციალური დახმარებისთვის, პენსიებისთვის, ექიმებისა და მასწავლებლების ხელფასებისთვის და სხვა კრიტიკული საჭიროებისთვის გამოიყენებს.

“ეს თანხები მთავრობას დაეხმარება, რომ ბიზნესის მხარდაჭერა და შეღავათიანი კრედიტების პროგრამის “5-7-9″-ის დაფინანსება გააგრძელოს,” – აღნიშნა შმიგალმა.

მან საერთაშორისო პარტნიორებს უკრაინის ეკონომიკის აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

banner
წინა სტატიაშიმომავალ წელს უკრაინაში არჩევნები არ იქნება – დავით არახამია
შემდეგი სტატიასამეგრელოში ბოლო წლებში განხორციელებულ პროექტებს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს