უკრაინა გერმანიისგან 1,5 მილიონ დოზა კოვიდ-ვაქცინას მიიღებს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას 1,5 მილიონ დოზა ვაქცინას გაუგზავნის – კანცლერმა ამის შესახებ ბერლინში ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე თქვა. “ჩვენ უკრაინასთან მეგობრული დამოკიდებულებები გვაქვს და გვინდა ერთად გადავლახოთ ეს გამოწვევები. მოხარული ვარ, რომ პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენ შეგვიძლია პირობა დავდოთ, რომ უკრაინას 1,5 დოზა ვაქცინას გადავცემთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია” – თქვა მერკელმა. ამავე დროს, მას არ დაუკონკრეტებია როდის და რომელ პრეპერატს გაუგზავნიან უკრაინას.
გერმანიაში შესვლა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც BioNTech/Pfizer-ის, Moderna-ს, AstraZeneca-სა და Johnson&Johnson-სი ვაქცინა აქვთ გაკეთებული.

banner
წინა სტატიაშიდღეს აქცია არ გაიმართება- ორგანიზატორები ლაშქარავას პანაშვიდს უერთდებიან
შემდეგი სტატიანიდერლანდების პრემიერმა ლოკდაუნის შეზღუდვების მოხსნის გამო ბოდიში მოიხადა