უკრაინა განიხილავს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გათიშვას, თუ კიევი ობიექტზე კონტროლს დაკარგავს

უკრაინა განიხილავს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გათიშვას, თუ კიევი აღნიშნულ ობიექტზე კონტროლს დაკარგავს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

როგორც ცნობილია, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ობიექტი ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურია.

ოფიციალური პირის თქმით, მანამ სანამ საკონტროლო ბრძანებები სრულდება და „ადგილი ინარჩუნებს რეჟიმს“, ის არ შეჩერდება.

„მაგრამ განიხილება სცენარი, რომლის დროსაც სადგური შესაძლოა, სრულად გამოვიდეს კონტროლიდან და ჩვენ შევაჩეროთ იგი“, – დასძინა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი იტალიელ ხალხს რესპუბლიკის დღეს ულოცავს
შემდეგი სტატიამეუფე შიო – ნურაფრის ნუ გვეშინია, რადგან უფალი იესო ქრისტე იყო, არის და მუდამჟამს იქნება ჩვენთან