უკრაინა გაყინული კონფლიქტის წინააღმდეგია, მსგავს დიპლომატიურ ჭაობს ხელს არ მოვაწერ – ზელენსკი

უკრაინული მხარე გაყინული კონფლიქტის წინააღმდეგია – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Wall Street Journal საუბრისას თქვა. ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას არ სჭირდება “მინსკის შეთანხმების” მსგავსი დოკუმენტი, რომელიც ქვეყნისთვის უსარგებლოა.

ზელენსკი ამბობს, რომ დიპლომატიურ ჭაობს ხელს არ მოაწერს.

“ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ ნიშნავს იმას, რომ ცეცხლი შეწყდება, არც იმას, რომ რუსები დარჩებიან იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა დგანან და არსებული ვითარება გაყინული კონფლიქტის სახეს მიიღებს. უკრაინა ამაზე თანახმა არ არის და ამას ხელს არ მოაწერს. როდესაც პრეზიდენტი გავხდი მინსკი 1-სა და მინსკი-2 ორის შეთანხმებები არსებობდა, ამ შეთანხმების კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ და მსგავსი დოკუმენტები არ გვექნება. ამასთან მინსკის შეთანხმებიდან ჩვენ არ გავსულვართ. 24 თებერვალს რუსულმა მხარემ შეთანხმების დატოვებაზე და სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე საჯაროდ განაცხადა. ყველამ კარგად იცის რომ ეს სამხედრო ოპერაცია კი არა ომი და ფართო მასშტაბური შემოჭრაა. უკრაინა მსგავს დიპლომატიურ ჭაობს ხელს არ მოაწერს”, – თქვა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი ჩვენი მეგობარია, გასათვალისწინებელია ის ემოციური მდგომარეობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, მაგრამ აუცილებელია ამ სტრესის და ემოციების მართვა – დეკანოიძე
შემდეგი სტატიავეთანხმები პოდოლიაკს, რომ საქართველოს მოქალაქეები, ვისაც გაცხადებული აქვს ევროატლანტიკური არჩევანი, არ იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც არის ოლიგარქიული მმართველობის ქვეშ – დეკანოიძე