უკრაინა გადარჩა, იბრძვის, შეუძლია მოიგოს ეს ომი და ჩვენ მას ამაში დავეხმარებით – ჰაბეკი

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის თქმით, გერმანია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასა და რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლას გააგრძელებს. ამასთან, გერმანია ომის დასრულების შემდეგ უკრაინის რეკონსტრუქციის პროცესში მონაწილეობასაც გეგმავს. ამის შესახებ ჰაბეკმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეკონფერენციაზე ისაუბრა.

ჰაბეკის თქმით, გერმანია ხელს შეუწყობს მსოფლიოში ახალი ანტირუსული სანქციების დაწესებას და მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც რუსეთის ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს.

“ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინა გადარჩა, იბრძვის, შეუძლია მოიგოს ეს ომი და ჩვენი მთავარი გადაწყვეტილება დავეხმაროთ მას ამაში. ეს არ იქნება მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, ჩვენ გვსურს, რომ აღდგენის შემდეგ უკრაინა იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე ომამდე იყო”. – თქვა ჰაბეკმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი იძულებული იქნება, უკრაინას ანაზღაურება გადაუხადოს – დუდა
შემდეგი სტატიათამარ ჩარკვიანი ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ალექსანდრე ვინიკოვს შეხვდა