თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი აცხადებს, რომ შტატებმა შესაძლოა უკრაინას F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები მიმდინარე წლის ბოლომდე გადასცეს. ამ თემაზე მან Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
“F-16-ები უკრაინაში დიდი ალბათობით წლის ბოლომდე ჩავა. მაგრამ ჩვენ არ გვჯერა, რომ მხოლოდ F-16-ები შეძლებენ სიტუაციის შეცვლას ბრძოლის ველზე”, – თქვა კირბიმ.
მან დასძინა უკრაინას ახლა მეტი საარტილერიო ჭურვები სჭირდება.