3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

უკრაინა ევროკავშირში წევრობის შემცირებულ შესაძლებლობებს გამორიცხავს

უკრაინა ევროკავშირში წევრობის შემცირებულ შესაძლებლობებს გამორიცხავს,_ ამის შესახებ განცხადება უკრაინის  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააკეთეს.

უკრაინის  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ განაცხადა:

_ჩვენ არ გვჭირდება წევრობის ხელოვნური ფორმა. როდესაც გვესმის გამარტივებული წევრობის შესახებ, პასუხი ცალსახად უარყოფითია. ერთხელ მათ სცადეს ჩვენთვის კანდიდატის ხელოვნური სტატუსის შეთავაზება. მახსოვს, რომ პრეზიდენტმა მაშინ თქვა: არაფერი ჯობია ხელოვნურს. იგივე ეხება აქაც: არ იქნება მსუბუქი ან ნახევრად მსუბუქი წევრობა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოდელი უნიკალური იქნება, მაგრამ ის ნამდვილად არ იქნება არასრული.

“უკრაინა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი იქნება, რადგან ამას იმსახურებს”, – ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ.

banner
წინა სტატიაშიფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღებისთვის სავარაუდოდ, “კულას” დამფუძნებელი, ბიზნესმენი ივანე გოგლიძე დააკავეს
შემდეგი სტატიატურისტებით სავსე ავტომობილი ყინულის ქვეშ ჩავარდა- რა მოხდა ბაიკალის ტბაზე