უკრაინა ევროკავშირისგან უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთვის მეზობლობის პოლიტიკის გადახედვის საჭიროებებზე საუბრობს

უკრაინა ევროკავშირისგან ელოდება, რომ მეზობლობის პოლიტიკას გადახედავს და კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს 2027 წლამდე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით – ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერ-მინისტრმა, ოლგა სტეფანიშინამ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გამართულ კიევის ფორუმზე განაცხადა – უკრაინული მედია წერს.

“ჩვენ ველოდებით, რომ 2022 წელს ევროკავშირი მეზობლობის პოლიტიკას გადახედავს, ეს გადახედვა აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანას შეეხება; რომ საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან, ქვეყნებთან, რომლებიც წევრობას მიელტვიან, თანამშრომლობის ახალი კონკრეტული ფორმატი შეიქმნას. ჩვენ ველოდებით, რომ 2027 წლამდე, როცა ლიეტუვა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას მიიღებს, შესაძლებელი იქნება კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებამდე მისვლა” – განაცხადა სტეფანიშინამ და დაამატა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვისაც ცხადია, რომ ახალი მეზობლობის პოლიტიკაა საჭირო, რომელიც ქვეყნებისთვის, რომლებიც მჭიდრო ინტეგრაციას ან გაერთიანებაში შესვლას მიილტვიან, ახალ ფორმატი და შესაძლებლობები შეიქმნას.

ადრე გავრცელდა, რომ ლიეტუვა თავის “ამოცანა-მინიმუმად” მიიჩნევს უკრაინის ევროკავშირში 2027 წლისთვის გაწევრიანებასთან დაკავშირებთ მოლაპარაკებების დაწყებას.

banner
წინა სტატიაშითურნავა – მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ
შემდეგი სტატიავატო სურგულაძე – ჯანდაცვის სამინისტროს უნდა დავარქვათ 2-3 კვირა სამინისტრო