უკრაინა ევროკავშირისა და ნატოს წვერობას ითხოვს

უკრაინა ევროკავშირისა და ნატოს წვერობას ითხოვს

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების მობილიზების ფონზე უკრაინამ ევროკავშირისა და ნატოს წვერობა ხელახლა მოითხოვა. “ჩვენ არ შეგვიძლია უსასრულოდ ვიჯდეთ ევროკავშირისა და ნატოს მოსაცდელ დარბაზში” – უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ფრანგულ Le Figaro-სთან განაცხადა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან მომავალი შეხვედრის ფონზე.

ადრე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ ბალტიის ქვეყნების ხელმძღვანელებთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ “კიევს ღიად ემუქრებიან ომით და უკრაინის სახელმწიფოებრიობის მოშლით. ჩვენთვის წითელი ხაზია ჩვენი სახელმწიფო საზღვარი. თუკი რუსეთი ამ ზღვარს გადავა, ის დაზიანდება” – კულებამ თქვა – წერს “”დოიჩე ველე”.

ოფიციალური კიევის განცხადებით, ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთ-უკრაინის საზღვარზე 80-90 ათასი რუსი ჯარისკაცი გადასხს რუსეთმა. ევროკავშირი და აშშ რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებს. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საზღვრიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდეს.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე: თუ თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ზე მეტს ვერ მივიღებთ, რიგგარეშეს განვიხილავთ
შემდეგი სტატია“ადიდასი” სოკოს მიცელიუმისგან ბოტასებს შექმნის