უკრაინა დანაშაულის ადგილია – სისხლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი, კარიმ ხანი დღეს უკრაინის ქალაქ ბუჩას ეწვია და ჟურნალისტებთან ინტერვიუში თქვა, რომ “უკრაინა დანაშაულის ადგილია”.

ICC რუსეთის ძალების მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის დროს ჩადენილ პოტენციურ ომის დანაშაულებს იძიებს.

“ICC-ს აქვს გონივრული საფუძველი იმისა, რომ სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულები უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მართლაც ჩადენილია.

ჭეშმარიტებამდე მისასვლელად ომის ნისლი უნდა გავარღვიოთ. ეს დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ გამოძიებას მოითხოვს”. – ამბობს ხანი AFP-თან.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი უკრაინის გენერალურ პროკურორს, ირინა ვენედიქტოვას კიევში შეხვდა.

ისინი ჩართულობის გაღრმავებასა და პარტნიორობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ, რათა უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ყველა მონაწილე პასუხისგებაში მიეცეს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის პრეზიდენტის, შტაინმაიერის მაგივრად კიევში კანცლერი, ოლაფ შოლცი მიიწვიეს
შემდეგი სტატიასახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში სხვა წლებთან შედარებით რაიმე განსაკუთრებული კრიტიკა არ არის, შინაარსობრივადაც ვერ ვნახეთ ახალი ფაქტი ან შეფასება, დეპარტამენტი გარკვეულ შეფასებებს ციტირებს – პაპუაშვილი