უკრაინა და რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენაზე შეთანხმდნენ ​

უკრაინის, რუსეთისა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) წარმომადგენლები, აღმოსავლეთ უკრაინაში ქვეყნის სამთავრობო ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენაზე შეთანხმდნენ.

როგორც ეუთო-ს თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ელჩმა მიკო კინუნენმა აღნიშნა, შეთანხმება საკონტაქტო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

ცეცხლის შეწყვეტის წინა შეთანხმება მხარეებს შორის 2020 წლის ივლისში გაფორმდა. სადამკვირვებლო მისიის ანგარიშების თანახმად, საკონტაქტო ხაზზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება არასტაბილური იყო. კერძოდ, 2021 წლის დეკემბერში, წინა წელთან შედარებით, ყოველდღიურად დაახლოებით ხუთჯერ მეტი დარღვევა ფიქსირდებოდა. მხარეები შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 2 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლისთვის ღია ბანკინგის ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია