15.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 15, 2026
banner

“უკრაინა და მოლდოვა მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში გვისწრებენ”- კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა და სასურველი იქნებოდა იმავე დონეზე იყოს, რაზეც მოლდოვა და უკრაინაა.

ევროპარლამენტი საერთოდ არ არის საინტერესო. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ სიცრუის გარდა ეს ორგანო, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში არაფერს ავრცელებს.

თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში. ღმერთმა დაგვიფაროს ამ ყველაფერში მოლდოვას და უკრაინას გადავასწროთ. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. ჩვენი გზა არის მშვიდობის, ეკონომიკური განვითარების, და ამ გზას გავაგრძელებთ აუცილებლად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს ევროკავშირის გაფართოების დოკუმენტზე, სადაც საქართველოზე საუბარი არ არის, რაზეც მან აღნიშნა, რომ საქართველო 1000 ნაბიჯით, უსწრებს როგორც უკრაინას, ისევე მოლდოვას და სხვა კანდიდატ ქვეყნებს.

„ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს არჩეული – მთავარია, რომ ვიხილოთ სამართლიანი, სწორი და ჯანსაღი მიდგომა ევროკომისიის მხრიდან. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ჩვენ გვაქვს გაცხადებული ჩვენი პოლიტიკის სურვილი და ნება, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ჩვენ გზას განვაგრძობთ ევროინტეგრაციის მიმართულებით. იცით, რომ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების 90% უკვე შესრულებულია. პირნათლად ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს. იცით, რა მდგომარეობაა საქართველოში – რამდენად ვუსწრებთ, 1000 ნაბიჯით, როგორც უკრაინას, ისევე მოლდოვას და სხვა კანდიდატ ქვეყნებს. დანარჩენი უკვე ჯანსაღი დამოკიდებულების ამბავია. თუ ევროკომისიას ჯანსაღი დამოკიდებულება ექნება საქართველოს მიმართ, ამ შემთხვევაში, შეუფერხებლად გაგრძელდება საქართველოს ევროინტეგრაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო, რომელიც გაფართოების წინა პოლიტიკას გადახედავს, განსაზღვრავს პოლიტიკურ ორიენტირებს და იმ ქმედებებს, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის მომავალი გაფართოებისთვის მოსამზადებლად.

კერძოდ, საუბარია ოთხ კანდიდატ ქვეყანაზე – ალბანეთზე, მოლდოვაზე, მონტენეგროსა და უკრაინაზე, რომელთათვისაც 2026 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში ევროკომისია საორიენტაციო საგზაო რუკებს წარადგენს.

ამასთან, როგორც გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა გუშინ აღნიშნა, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა, ის რაც საქართველოში ახლა ხდება წარმოდგენილი იქნება გაფართოების ანგარიშში.

banner
წინა სტატიაში“პაპუაშვილმა და კალუგინმა თქვეს, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს ინტერესებში არ შედის”- სამადაშვილი
შემდეგი სტატიახატია დეკანოიძე: ეს მიუთითებს ბირთვული მასალის უკანონო ტრეფიკინგის ქსელზე