უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს იმ გაგებით, რომ არის ზოგიერთი პირობა და ეს შესრულდება, საქართველოსთვის ასევე იქნება ცხადი გზა ევროკავშირისკენ – ბორელი

უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს იმ გაგებით, რომ არის ზოგიერთი პირობა და ეს შესრულდება, საქართველოსთვის ასევე იქნება ცხადი გზა ევროკავშირისკენ, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ასევე, ჯოზეფ ბორელის თქმით, დღევანდელ სამიტზე საუბარი იქნება უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებზე.

„ჩვენ ახლა ვისაუბრებთ მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს წევრობის საკითხზე. უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, იმ გაგებით, რომ არის ზოგიერთი პირობა და ეს შესრულდება. საქართველოსთვის ასევე იქნება ცხადი გზა ევროკავშირისკენ. ვისაუბრებთ ომის შედეგებზე, ჩვენ ძალიან ვწუხვართ ამაზე. საკვების ფასების და სიმცირის თვალსაზრისით, რუსეთი ცდილობს კრიზისის პროვოცირებას, რადგან ბევრი ქვეყანა დამოკიდებულია ხორბალზე. მხარს ვუჭერთ გაერო-ს მცდელობას განბლოკოს უკრაინული პორტები. სანქციები რუსულ პროდუქტს არ ეხება, მაგრამ ფასები განუწყვეტლივ იზრდება. ეს განსაკუთრებით ჩანს აფრიკაში, სადაც ფასები 60 პროცენტით გაიზარდა“, – განაცხადა ბორელმა.

banner
წინა სტატიაშითუ პირობები შესრულდება, კანდიდატის სტატუსისთვის მწვანე შუქი აინთება, რასაც სრული წევრობაც მოჰყვება – ნაუსედა
შემდეგი სტატიაირლანდიელმა პარლამენტარებმა დაადასტურეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისა და ამ პროცესში ქვეყნის შემდგომი ძალისხმევის მიმართ მხარდაჭერა