რუსეთის საგარეოს საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, უკრაინის მიერ ამერიკული გეგმის გადამუშავებული ვარიანტი არსებითად განსხვავდება მოსკოვთან ამერიკის მიერ განხილული ტექსტისგან.
მისი თქმით, უკრაინა და მისი მოკავშირეები შეთანხმების მიღწევას ხელს უშლიან.
„უკრაინის საჯარო ჯგუფებში გამოჩნდა გეგმის გზავნილები, რომელიც 20 პუნქტისგან შედგება. ჩვენ ვიცით, რომ ეს გეგმა რადიკალურად – თუ საერთოდ შეიძლება, გეგმა ეწოდოს – განსხვავდება იმ 27 პუნქტისგან, რომელზეც ბოლო კვირებში, დაწყებული დეკემბრის პირველი რიცხვიდან, ჩვენ ვამუშავებდით ამერიკულ მხარესთან“, – განაცხადა რიაბკოვმა.
დიპლომატის განცხადებით, უკრაინამ და მისმა „სპონსორებმა, კერძოდ, ევროკავშირში, რომლებიც არ არიან მიმართული შეთანხმებაზე, გააორმაგეს ძალისხმევა მისი ტორპედირებისთვის“. მისი თქმით, ნებისმიერი წინადადება უნდა დარჩეს იმ ფარგლებში, რომელიც დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სამიტზე დაფიქსირდა.
















