21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის ოთხ წინადადებას განიხილავს

უკრაინამ ინდოეთისგან, თურქეთისგან, ეგვიპტისა და აშშ-ისგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოთხი ინიციატივა მიიღო. საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰას განცხადებით, კიევი ზავის სხვადასხვა ფორმატისთვის მზად არის.

სიბიჰას თქმით, უკრაინისთვის პრიორიტეტულია სრული ენერგეტიკული ზავი და შავ ზღვაში დარტყმების შეწყვეტა, რაც პორტების ინფრასტრუქტურის დაცვასა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენას უზრუნველყოფს.

„ჩვენ მზად ვართ ზავის სხვადასხვა ფორმატისთვის, მათ შორის უპირობო ზავისთვის შეხების ხაზის გასწვრივ“, — აღნიშნა დიპლომატმა.

აშშ-ის მხარდაჭერილი ენერგეტიკული ზავის საკითხი ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრაზეც განიხილებოდა. პარალელურად, თურქეთი და გაერო შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოებაზე ახალი მოლაპარაკებების ორგანიზებას გეგმავენ.

banner
წინა სტატიაში“რაც არ აწყობდათ, ის არ დადეს”- გიორგი დავითაძის დედა პენიტენციურის მიერ გავრცელებულ კადრებზე
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ფულის გათეთრების ფაქტზე, ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო