უკრაინა ბულგარეთს დაზიანებული სამხედრო ტექნიკის შეკეთებაში დახმარებას სთხოვს

ბულგარეთის სახელმწიფო ტელევიზიის, BNT-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბულგარეთს ომში დაზიანებული სამხედრო ტექნიკის შეკეთებაში დახმარება სთხოვა.

უკრაინის ელჩმა ბულგარეთში, ვიტალო მოსკალენკომ ბულგარეთის პარლამენტს ზელენსკის წერილი გადასცა, სადაც უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევი იმედოვნებს, რომ ბულგარეთი სამხედრო მანქანების შეკეთებასა და უკრაინელ ლტოლვილთა დახმარებას შეძლებს.

ზელენსკი ასევე იმედოვნებს, რომ ბულგარეთი უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას გააგრძელებს, მედიკამენტების, ტანსაცმლისა და საკვების ჩათვლით. ასევე, კიევს იმედი აქვს, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული თანამშრომლობა და გაზის ექსპორტი უკრაინიდან ბულგარეთში გაგრძელდება.

ზელენსკის თქმით, კიევი ასევე მოელის, რომ ბულგარეთი უკრაინის მხარდაჭერას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზეც განაგრძობს.

BNT-ის ინფორმაციით, ბულგარეთის პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას ოთხშაბათს, 4 მაისს მიიღებს.

უკრაინამ საბრძოლო მანქანების მომსახურებისა და შეკეთების თხოვნით პოლონეთს, ჩეხეთსა და სლოვაკეთს მიმართა. მანქანები სამივე უკრაინის მეზობელ ქვეყანაში შეკეთდება.

banner
წინა სტატიაშისომხეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი თავდაცვის უწყებაში
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა