13.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

უკრაინა ბალისტიკური რაკეტების მწარმოებელ 12 ქვეყანას შორის შევიდა

უკრაინა ბალისტიკური რაკეტების მწარმოებელ 12 ქვეყანას შორის შევიდა.

უკრაინამ საბრძოლო პირობებში პირველად გამოიყენა საკუთარი ბალისტიკური რაკეტა FP-7. გამოცემა The Wall Street Journal-ის მონაცემებით, ამის შემდეგ ქვეყანა შეუერთდა სახელმწიფოთა იმ მცირე ჯგუფს, რომლებსაც დამოუკიდებლად შეუძლიათ მსგავსი შეიარაღების წარმოება

FP-7 უკრაინულმა კომპანია Fire Point-მა შეიმუშავა. რაკეტის მოქმედების რადიუსი დაახლოებით 250 კმ-ია, ის 60 კმ-მდე სიმაღლეზე ადის და 200 კგ-ზე მეტი მასის საბრძოლო ქობინი გადააქვს. WSJ აღნიშნავს, რომ წარმოების მასშტაბი შესაძლოა შეიზღუდოს უკრაინის თავდაცვითი მრეწველობის სიმძლავრეებითა და ფინანსებით

უკრაინის გარდა ბალისტიკური რაკეტების წარმოების უნარის მქონე ქვეყნების რიცხვში შედიან აშშ, ჩინეთი, საფრანგეთი, ირანი და რუსეთი. უკრაინის მიერ ადგილობრივი წარმოების FP-7 ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტის გამოყენების თაობაზე ინფორმაცია პრეზიდენტმა ზელენსკიმ 2 დღის წინ გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშილატვიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიავანის მე-17 საარჩევნო უბანზე, არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება