უკრაინა აზერბაიჯანს საერთაშორისო დერეფნის შექმნას სთავაზობს

უკრაინამ აზერბაიჯანს საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის “ბალტიის ზღვა-შავი ზღვა-კასპის ზღვა” შექმნა შესთავაზა – უკრაინის რეგიონალური განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.
ქვეყნის ვიცე-პრემიერ, გენადი ზუბკოს თქმით, სატრანსპორტო დერეფანი რამდენიმე სატვირთო მარშრუტის სინქრონიზებას მოახდენს და რეგიონში კომპლექსურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, ზუბკომ განაცხადა, რომ კიევსა და ბაქოს შორის “აბრეშუმის გზის” პროექტის ფარგლებში თანამშრომლობა გრძელდება, რომელიც უკრაინა-საქართველო-აზერბაიჯანი-ყაზახეთი-ჩინეთის მარშრუტს გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ჩინეთი “აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის” ფარგლებში 15 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: აჰმედ ჩატაევი მაშინ გაათავისუფლეს, როცა სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი იყო
შემდეგი სტატიაქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე აბიტურიენტების 2% არ გამოცხადდა