უკრაინა ავდეევკის დაკარგვის ზღვარზეა – The Washington Post

დანგრეული კოქსის ქარხანა, რომელიც ოდესღაც ეკონომიკის საყრდენი იყო აღმოსავლეთ დონბასში, სავარაუდოდ გახდება უკრაინის ბოლო დასაყრდენი ავდეევკაში, რომლის გამო ბრძოლა 2014 წლიდან მიმდინარეობს, – ამის შესახებ უკრაინული მედია Washington Post-ზე დაყრდნობით წერს.

უკრაინელი სამხედროების თქმით, ქალაქის დათმობა მხოლოდ დროის საკითხია – ძალებმა უკვე უკან დაიხიეს ზოგიერთი პოზიციიდან, რადგან რუსებმა სწრაფი წინსვლა დაიწყეს.

„ავდეევკა პოტენციურად პირველი კრიტიკული გამოცდაა უკრაინის ახალი მთავარსარდლის, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრე სირსკისთვის, რომელიც გასულ კვირას დანიშნა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რომელმაც უნდა გადაწყვიტოს როგორ და როდის აღიაროს დამარცხება და უკან დახევა“, – წერს გაზეთი.

სტატიის ავტორთა აზრით, ავდეევკის აღება იქნება მოსკოვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება ბრძოლის ველზე გასული წლის უკრაინის კონტრშეტევის მარცხის შემდეგ და იქნება „ყველაზე ნათელი მაჩვენებელი იმისა, რომ რუსული ძალები იბრუნებენ ინიციატივას, რადგან კიევს ჯარისკაცები, იარაღი, საბრძოლო მასალა, მორალი და ფული აკლია“.

„ავდეევკა რუსეთისთვის სტრატეგიულად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბახმუტი“, – წერია სტატიაში.

banner
წინა სტატიაშინავალნის დედა – “არ მინდა სამძიმრის მოსმენა”
შემდეგი სტატიანავალნის სიკვდილი რუსეთის რეჟიმის უპრეცენდენტო სისასტიკეს ასახავს – მარკ რუტე