12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

უკრაინა აშშ-სგან Starlink-ის ჩინურ-რუსული კონკურენტების დასანქცირებას ითხოვს

The Financial Times-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სთხოვს, რომ რუსეთსა და ჩინეთს Starlink-ის ანალოგის შექმნის გამო სანქციები დაუწესოს.

გავრცელებული ცნობით, ზელენსკიმ ტრამპს სანქციების დაწესება კონკრეტულად იმ რუსული და ჩინური კომპანიების წინააღმდეგ სთხოვა, რომლებიც, მისივე თქმით, ილონ მასკის Starlink-თან კონკურენციის გამწევი თანამგზავრული ქსელის შექმნაში არიან ჩართულები.

„ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთი თანამგზავრებზე მუშაობს, რუსეთი Starlink-ის ანალოგის შექმნაში დახმარების შესაძლებლობაზე მუშაობს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ტრამპს ამ საქმეში ჩართული ორგანიზაციების დასანქცირება რამდენჯერმე სთხოვა. მათ შორის, გასულ თვეს, როდესაც ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 40.49% შეადგინა
შემდეგი სტატიათოვისა და ლიპყინულის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გადაადგილება შეიზღუდა