უკრაინა აშშ-ს მიწოდებულ იარაღს რუსეთზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს – ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ უკრაინა იძლევა გარანტიას, რომ აშშ-ს მიერ მიწოდებულ იარაღს “რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეების წინააღმდეგ“ არ გამოიყენებს.

“იარაღის ახალი პაკეტი, რომელსაც უკრაინას მივაწოდებთ არის სწორედ ის, რაც სჭირდებათ და მომავალში, ნებისმიერი მოლაპარაკების დროს გააძლიერებს მათ.

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ნაკლები NATO სურდა, თუმცა მიიღო მეტი NATO, მეტი ჯარი და მეტი წევრი.

ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ახლა შეგვიძლია შევაფასოთ, რომ ჩვენ ჯერ მრავალი თვის კონფლიქტს ვუყურებთ.” – თქვა ბლინკენმა.

banner
წინა სტატიაშიერდოღანი სირიაში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დაწყებას აანონსებს
შემდეგი სტატიასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში განიხილა