12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

“უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ზელენსკი

უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„რუსული რაკეტები, რუსული „შაჰედები“, რუსეთის მიერ უკრაინის განადგურების მცდელობები ნათელი დასტურია იმისა, რომ რუსეთს საერთოდ არ სჭირდება შეთანხმებები. როდესაც რუსეთის გამო უკრაინელებს 20-30 საათის განმავლობაში არ აქვთ ელექტროენერგია და როდესაც რუსული დარტყმები მიზნად ისახავს ჩვენი ენერგეტიკული სექტორისა და ჩვენი ხალხის გატეხვას, სწორედ რუსეთზეა საჭირო ზეწოლა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას ამაში. ჩვენ მნიშვნელოვნად გავააქტიურებთ ჩვენს დიპლომატიურ სამუშაოებს – როგორც საჯაროს, ასევე ოფიციალურს, კერძოსა და არაოფიციალურს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, „როიტერთან“ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აფერხებს პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებას და არა ვლადიმერ პუტინი.

banner
წინა სტატიაშიიულია ტიმოშენკოს ანგარიშები დაუბლოკეს
შემდეგი სტატია“დონალდ ტრამპი არ მოითმენს უდანაშაულო ადამიანების ქუჩებში ხოცვას” – გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი