უკრაინა არ უნდა დათანხმდეს მშვიდობას, რომლისთვისაც ტერიტორიების დათმობა მოუწევს – ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიმერმინისტრი, ბორის ჯონსონი G7-ისა და NATO-ს მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ არ წაახალისონ უკრაინა მისთვის არახელსაყრელ პირობებზე დათანხმებით განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთი ომს განზრახ აჭიანურებს.

ჯონსონი ამბობს, რომ ამჟამად მსოფლიოში უკრაინის საკითხით გადაღლილობა იგრძნობა და სწორედ ამის გამო, პრემიერმინისტრმა ევროპელ ლიდერებს “უკრაინელების სტრატეგიული ამტანობის” გაძლიერებისკენ მოუწოდა.

“ჩემი მთავარი გზავნილი დიდ შვიდეულისა და განსაკუთრებით NATO-სთვის გახლავთ ის, რომ ახლა არ არის დანებებისა და წახალისების დრო – უკრაინელები არ უნდა დაკმაყოფილდნენ ცუდი მშვიდობით. ის მშვიდობა, რომლისთვისაც მათ საკუთარი ტერიტორიების დათმობა მოუწევთ, ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ”. – თქვა ჯონსონმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერს დღეს შიშის გამო აშკარად შეცვლილი ჰქონდა ტონი, მაგრამ ვერ მოვისმინეთ კონკრეტული გეგმა, მათ შორის დეპოლარიზაციის მიმართულებით – დეკანოიძე
შემდეგი სტატიამე არა ვარ ნამყოფი. არ ვიცი, რა შემთხვევაში უნდა ჩავსულიყავი საოკუპაციო ხაზთან… – კობახიძე