“უკრაინა არ დათმობს თავის ტერიტორიებს ე.წ მშვიდობის სანაცვლოდ” – ანდრეი იერმაკი

“უკრაინა არ დათმობს თავის ტერიტორიებს ე.წ მშვიდობის სანაცვლოდ”— განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი იერმაკმა The Atlantic-ის ჟურნალისტთან, საიმონ შუსტერთან ინტერვიუში.

„დღეს არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არ მოაწერს ხელს ტერიტორიის დათმობის შესახებ დოკუმენტს. სანამ ზელენსკი არის პრეზიდენტი, არავინ უნდა ელოდეს, რომ ჩვენ ტერიტორიებს დავთმობთ. კონსტიტუცია კრძალავს ამას. ვერავინ შეძლებს ამის გაკეთებას, თუ არ უნდა, რომ წავიდეს უკრაინის კონსტიტუციისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“, — განაცხადა ერმაკმა.

მისი თქმით, უკრაინა მზად არის განიხილოს მხოლოდ ის, თუ სად უნდა გადიოდეს ფრონტის ხაზი, რომელიც გამიჯნავს მეომარი მხარეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი ასევე, ამბობს:

“დღეს НАБУ (კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიურო) და САП (სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა) ჩემს სახლში ატარებენ პროცედურულ მოქმედებებს. გამომძიებლებისთვის არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. მათ მიეცა სრული წვდომა საცხოვრებელზე, ადგილზე არიან ჩემი ადვოკატები, რომლებიც თანამშრომლობენ სამართალდამცავებთან. ჩემი მხრიდან არის სრული ხელშეწყობა”.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართული სასამართლო არის მოწოდების სიმაღლეზე
შემდეგი სტატია“ერთად უნდა დავდგეთ, რათა ერთმანეთი გავაძლიეროთ… საქართველო რუსეთს არ დაემონება!” – სალომე ზურაბიშვილი