უკრაინა არ აპირებს საქართველოს იმ მოქალაქეების დეპორტაციას, რომლებსაც დოკუმენტები წესრიგში აქვთ

იმედი მაქვს, მერაბიშვილთან დაკავშირებით სამართლიან გადაწყვეტილებას ხელისუფლება რევოლუციის გარეშე მიიღებს - იური ლუცენკოუკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება არ აპირებს საქართველოს იმ მოქალაქეების დეპორტაციას, რომლებსაც დოკუმენტები წესრიგში აქვთ. ტელეარხ “112 Україна”-ს ეთერში მან აღნიშნა: “ნებისმიერ უცხოელ მოქალაქეს, მით უმეტეს მეგობრული საქართველოდან, ვისაც გააჩნია დოკუმენტი, რომელიც ნებას რთავს იმყოფებოდეს ქვეყანაში, ნურაფრის ეშინია. ყველა, ვისაც წესრიგში აქვს დროებითი ბინადრობის ან უკრაინის ტერიტორიაზე მუშაობის უფლების დოკუმენტები, მშვიდად იმუშაონ და დატკბენ კიევით”.
შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს პარტია “Рух нових сил”-ის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს 3 მოქალაქე (მისი დაცვის წარმომადგენელი გიორგი რუბაშვილი, მძღოლი მიხეილ აბზიანიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერი დავით მიქიაშვილი) გააძევეს უკრაინიდან საქართველოში პრეზიდენტ პოროშენკოს ბრძანების საფუძველზე.
17 ნოემბერს უკრაინის უშიშროების სამსახურმა ოფიციალურად განაცხადა, რომ განახორციელა 8 ქართველის დეპორტაცია სამშობლოში.

banner
წინა სტატიაშიანგელა მერკელი ვერ ხედავს მისი გადადგომის აუცილებლობას
შემდეგი სტატიაანგელა მერკელი უპირატესობას ბუნდესტაგის ახალ არჩევნებს ანიჭებს