უკრაინა აპირებს შეზღუდვა დააწესოს რუსეთში გამგზავრებაზე

უკრაინის უმაღლეს რადაში 9 ოქტომბერს რეგისტრაცია გაიარა კანონპროექტმა “რუსეთის ფედერაციაში უკრაინის მოქალაქეების გამგაზვრებაზე დროებითი შეზღუდვის დაწესების შესახებ”.
როგორც უკრაინის პარლამენტის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, ეს კანონპროექტი მოამზადეს “პეტრო პოროშენკოს ბლოკის” წევრებმა ანდრეი ნემიროვსკიმ და ანდრეი შინკოვიჩმა, ასევე პარტია “უკროპის” წარმომადგენელმა ანდრეი დენისენკომ.
კანონპროექტი ამჟამად გადაეცა განსახილველად პარლამენტის ხელმძღვანელობას. თავად კანონროექტი ჯერ არ არის გამოქვეყნებული.

banner
წინა სტატიაშიინგა გრიგოლია: „ვაი, თქვენს პატრონს!“
შემდეგი სტატიაჯეიმს მეტისი: ამერიკული არმია უნდა იყოს მზად, რომ ძალისმიერი პასუხი გასცეს ჩრდილოეთ კორეას