უკრაინა ამზადებს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც ააშენა და აღადგინა ქერჩის ხიდი,-განაცხადა ყირიმში უკრაინის პრეზიდენტის მუდმივმა წარმომადგენელმა თამილა ტაშევამ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საკითხს კოორდინაციას უწევს უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო და დეპარტამენტის ხელმძღვანელი იულია სვირიდენკო, რომელიც ხელმძღვანელობს უწყებათაშორის ჯგუფს.
„ჩვენ ველოდებით ეროვნული უშიშროების საბჭოს მომავალ გადაწყვეტილებას“, – დასძინა ტაშევამ.