უკრაინა ახალ ფაზაში გადავიდა – შეიარაღებული ძალების აღჭურვა ხდება ნატოს იარაღით – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები ფუნდამენტურად ახალ ფაზაში გადავიდა, რაც ნატოს სტანდარტის იარაღით აღჭურვას გულისხმობს.

“ჩვენ სრულიად ახალ ფაზაში შევედით, რაზეც ჯერ კიდევ ორი თვის წინ არავინ ფიქრობდა. ჩვენ შევედით ფუნდამენტურად ახალ ფაზაში, რაზეც არავინ ოცნებობდა – უკრაინის შეიარაღებული ძალები გადადის ნატოს იარაღზე, ნატოს სტანდარტზე”, – აღნიშნა კულებამ.

მისივე თქმით, ყველაფერი პატარა ნაბიჯებით და გადაწყვეტილებებით დაიწყო, თუმცა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეძლო, დაერწმუნებინა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომ ამ ნაბიჯის გადადგმის დრო იყო.

“ჩვენთან ჯერ-ჯერობით ჰაუბიცები ჩამოვიდა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, ბევრად მეტი ჩამოვა. ეს არის ისტორიული მომენტი, ეს არის ისტორიული შემობრუნების წერტილი”, – თქვა დმიტრო კულება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის თავდაცვის სამინისტრო – ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1 300-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა
შემდეგი სტატიაბუჩაში მოხდა პროვოკაცია, რომელთანაც რუსეთს არანაირი შეხება არ აქვს – პუტინი